კრწანისში მრავალეროვნული ლოჯისტიკური სამეთაურო-საშტაბო სწავლება IEL MILU 2025 დასრულდა

კრწანისში მრავალეროვნული ლოჯისტიკური სამეთაურო-საშტაბო სწავლება IEL MILU 2025 დასრულდა
კრწანისში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) სიმულაციების, კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო სისტემების ცენტრში მრავალეროვნული ლოჯისტიკური სამეთაურო-საშტაბო სწავლება IEL MILU 2025 დასრულდა. სწავლებაში რუმინეთის, ხორვატიის, ბულგარეთისა და საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ.
სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. ღონისძიების ბოლოს ხორვატიის წარმომადგენლისთვის სწავლების სიმბოლური დროშის გადაცემის ცერემონია გაიმართა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2026 წელს IEL MILU-ის მასპინძელი ქვეყანა ხორვატია იქნება.
სამეთაურო-საშტაბო სწავლების მიზანი იყო მტრულ გარემოში მოქმედებების დროს ამოცანების დაგეგმვასა და აღსრულებისას ინტეგრირებული ლოჯისტიკური ქვედანაყოფების შესაძლებლობების დახვეწა და გაუმჯობესება. სწავლება ორ ფაზად ჩატარდა და საველე ელემენტსაც მოიცავდა, რომლის ფარგლებშიც ვაზიანის სასროლეთზე გამნაღმველთა ჯგუფმა აუფეთქებელი საბრძოლო მასალა გააუვნებელყო.
IEL MILU საქართველოს, რუმინეთის, ხორვატიისა და ბულგარეთის რესპუბლიკებს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე, როტაციული პრინციპით, ყოველ წელს ტარდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული