„კროკუსში“ მომხდარ ტერაქტში თანამონაწილეობაში ეჭვმიტანილებმა გაასაჩივრეს დაპატიმრება

ამინჩონ ისლომოვი და მისი მამა, ისროილ ისლომოვი, რომლებსაც გამოძიება მოსკოვის ოლქში მდებარე „კროკუს სიტი ჰოლზე“ მომხდარ თავდასხმაში თანამონაწილეებად მიიჩნევს, მათი დაპატიმრების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება გაასაჩივრეს.
ამის შესახებ “რია ნოვოსტი” იუწყება. საერთო ჯამში, ტერაქტის საქმეზე რვა ადამიანი დააკავეს, მათ შორის ოთხი ეჭვმიტანილი უშუალოდ კროკუსზე თავდასხმაში თანამონაწილეობისთვის. ისლომოვები პირველები იყვნენ, ვინც დაპატიმრება გაასაჩივრეს. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის განიხილება მათი საჩივარი.
თანამონაწილეობის ბრალდებით ასევე დააკავეს ამინჩონ ისლომოვის ძმა, დილოვარი. სამივე რუსეთის მოქალაქეა. დილოვარ ისლამოვი იყო Renault-ის მანქანის მფლობელი, რომელიც მან ტერაქტამდე ცოტა ხნით ადრე მიჰყიდა თავდასხმის ერთ-ერთ სავარაუდო შემსრულებელს. ამავე დროს, მანქანის დოკუმენტები ხელახლა არ გადაფორმებულა
სამივე ისლომოვი თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ არაფერი იცოდნენ. გამოძიება კი საპირისპიროს ამტკიცებს. მისი ვერსიით, მამა და ორი ძმა დანაშაულებრივი ჯგუფში წევრები იყვნენ და დახმარებას უწევდნენ სხვა წევრებს, ხოლო ამინჩონ ისლომოვი, სავარაუდოდ, ჯერ ტერაქტის მომზადებაში იყო ჩართული. როგორც “კომერსანტი” გამოძიებაზე დაყრდნობით წერს, ძმებმა შეაგროვეს ინფორმაცია, თავიანთ სახლში შეიფარეს თავდამსხმელები, ხოლო შემდეგ კი ტრანსპორტი უზრუნველყვეს.
ბოლო მონაცმებით დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლზე“ მომხდარ ტერაქტს 143 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმა 22 მარტს, საღამოს მოხდა. ჯგუფ „პიკნიკის” კონცერტზე მისულ ხალხს ცეცხლი გაუხსნეს ავტომატებით შეიარაღებულმა პირებმა. შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო მსოფლიოში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთმა ფილიალმა(„ხორასანი”). მიუხედავად ამისა, რუსეთის ხელისუფლება ცდილობს ტერაქტი უკრაინას დაუკავშიროს.
· 22 მარტს, საღამოს, ავტომატებით შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლში“. შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა სულ მცირე 139 ადამიანი.
· თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო მსოფლიოში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთმა ფილიალმა(„ხორასანი”).
· რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანახმად, დაკავებულია 11 პირი, მათ შორის თავდასხმის 4 უშუალო მონაწილე, რომლებიც ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან.
· 24, 25 და 26 მარტს, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა 8 ბრალდებულს. ოთხს ტერაქტში უშუალო მონაწილეობაში ადანაშაულებენ, დანარჩენებს კი – მათ დახმარებაში.
· კრემლის პრესმდივანმა პესკოვმა უარი თქვა ეპასუხა ჟურნალისტების შეკითხვისთვის, რატომ ეტყობათ ტერაქტში ეჭვმიტანილებს წამების კვალი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: 2020 წლის შემდეგ, ყოველწლიურად ფიქსირდება მკვლელობების სტატისტიკის შემცირება, რაც შეეხება 2012 წლამდე პერიოდთან შედარებას, სამჯერ არის საშუალოდ შემცირებული, ეს არის ფაქტები და დანარჩენი სამარცხვინო სპეკულაციებია

იზა ომაძე: მეგობრებო ნუ განგვიკითხავთ, შვილდახვრეტილ, შვილმოკლულ, შვილნაწამებ მშობლებს, განიკითხეთ და მოვთხოვოთ ერთად სისტემას, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა მსგავსი, გზას აცდენილი ახალგაზრდების არსებობა…

ირაკლი კობახიძე – დღეს ვიმგზავრეთ მატარებლით, რომელიც ახალი სიჩქარით მოძრაობს, მანამდე ბათუმამდე მგზავრობის დრო იყო 5,5 საათი და მგზავრობის დრო ახლა არის 4 საათამდე შემცირებული, რაც მნიშვნელოვანია მგზავრებისთვის