არქივი21 ივნისი, 2024, 13:40
კრიშტიანო რონალდომ საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქე პორტუგალიის ნაკრები სამ სიტყვაში აღწერა
ლეგენდარულმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდომ სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტით თავისი ქვეყნის ნაკრები სამი სიტყვით აღწერა.
"ერთობა, ფოკუსირება და თავდება", - წერს "ალ ნასრის" შემტევი და ვარჯიშზე კეპლერ პეპესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ F ჯგუფში პორტუგალია ჩეხეთთან და თურქეთთან ერთად საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე.
რონალდომ და კამპანიამ ჯგუფის პირველი მატჩი დაძაბულ შეხვედრაში ჩეხეთს 1:0 მოუგეს.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.