კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილის სამოქალაქო დავაზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია სათათბიროდ გავიდა, რის შემდეგაც გადაწყვეტილება გამოცხადდება

თბილისის სააპელაციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაში მსჯავრდებული, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის სამოქალაქო დავასთან დაკავშირებით მოსამართლეთა კოლეგია სათათბიროდ გავიდა.
კერძოდ, სააპელაციო სასამართლო საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას განიხილავს, რომლის მიხედვითაც, მსჯავრდებულ გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილისთვის 9 000-მდე ბიტკოინის დაბრუნება დაავალა.
მოსამართლეთა კოლეგია გადაწყვეტს დაიწყებს თუ არა აღსრულების ეროვნული ბიურო გიორგი ბაჩიაშვილის ქონების რეალიზაციას, ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ. გადაწყვეტილებას მოსამართლეთა კოლეგია 17:45 წუთზე გამოაცხადებს.
სასამართლო პროცესს ესწრება მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილი და ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თეიმურაზ წიქვაძე.
ცნობისთვის, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაში ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მოსამართლემ გიორგი ბაჩიაშვილი ბრალად წარდგენილ ორივე ქმედებაში დამნაშავედ ცნო, როგორც დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში.
თანხის მითვისების ნაწილში, მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამ უკანასკნელმა 10-წლიანი სასჯელი შთანთქა და მას საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთა 11 წლით განესაზღვრა.
ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182 -3 ,,ბ” და 194 – 3 ,,გ” ნაწილებით ჰქონდა წარდგენილი, რაც დიდი ოდენობით თანხის მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – სახეზეა ანექსიის პროცესის ფაქტობრივი გაღრმავება, როცა პირველად ისტორიაში, რუსეთის მოქალაქეა ე. წ. პრეზიდენტობის კანდიდატი – ამ ფონზე სრულიად მიუღებელია მმართველი რეჟიმის ტრადიციული დუმილი

ნორვეგიის საგარეო უწყება – რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეტაპობრივი პოლიტიკური ინტეგრაციისა და მათი სრული ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები შემაშფოთებელია და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს

ირაკლი კობახიძე: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, უზრუნველვყოთ, რომ შედეგები მდგრად, ინკლუზიურ და გრძელვადიან განვითარებაში აისახოს