ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კრიპტოვალუტის ერთ-ერთი უმსხვილესი ბირჟის დამფუძნებელს 25 წელი მიუსაჯეს

კრიპტოვალუტის ერთ-ერთი უმსხვილესი ბირჟის FT-ის დამფუძნებელ, სემ ბენკმან-ფრიდს, აშშ-ში სასამართლომ 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მანამდე ის დამნაშავედ ცნეს ფინანსური თაღლითობის ორგანიზებაში, რის შედეგადაც მან კლიენტებისგან 8 მილიარდი დოლარი მიითვისა.
Washington Post-ის თანახმად, სასამართლომ კრიპტო ინვესტორს კლიენტებისთვის 11 მილიარდი დოლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურება დააკისრა.
"ბატონი ბენკმან-ფრიდი ამბობს, რომ შეცდომები დაუშვეს... მაგრამ მან არ გამოხატა სინანულის სიტყვა საშინელი დანაშაულის ჩადენის გამო,"- განაცხადა განაჩენის გამოტანის დროს ფედერალურმა მოსამართლე ლუის კაპლანმა.
2019 წელს დაარსებული ბირჟა FTX 2022 წლის ნოემბრისთვის 32 მილიარდ დოლარად შეფასდა. კომპანიის ღირებულება განულდა იმ ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ სემ ბენკმან-ფრიდის მეორე მსხვილი ბიზნესის აქტივები ძირითადად საკუთარი ბირჟის მიერვე გამოშვებული კრიპტოვალუტებისგან შედგება.
ნაფიცი მსაჯულების განაჩენის თანახმად, ბიზნესმენმა FTX კლიენტების დეპოზიტები სესხების სახით გადაიტანა თავის ფონდ Alameda Research investment-ში, რომელმაც გამოიყენა ეს თანხები კრედიტორებთან ანგარიშსწორებისთვის და კრედიტებს გასცემდა თავად ბიზნესმენს, რომელიც იყენებდა მათ საფონდო სპეკულაციისთვის. მან თავად განაცხადა სასამართლო პროცესზე, რომ არ იცოდა, რომ უკანონო ქმედებებს ჩადიოდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.