ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კრემლში ვლადიმერ პუტინისა და სტივ უიტკოფის შეხვედრა დასრულდა

კრემლში ვლადიმერ პუტინისა და სტივ უიტკოფის შეხვედრა დასრულდა

კრემლში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფის შეხვედრა დასრულდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მოლაპარაკებები დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.
შეგახსენებთ, სტივ უიტკოფი მოსკოვში დღეს დილით ჩავიდა.
ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების დაწყებამდე სტივ უიტკოფი რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს უცხო ქვეყნებთან ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში, კირილ დმიტრიევს შეხვდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.