ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კრემლში დაადასტურეს, რომ უახლოეს დღეებში პუტინის და ტრამპის შეხვედრაა დაგეგმილი

კრემლში დაადასტურეს, რომ უახლოეს დღეებში პუტინის და ტრამპის შეხვედრაა დაგეგმილი

რუსეთი და აშშ შეთანხმდნენ, რომ უახლოეს დღეებში გაიმართება პრეზიდენტების, ვლადიმირ პუტინის და დონალდ ტრამპის შეხვედრა. ამის შესახებ, როგორც რუსული სააგენტოები „ინტერფაქსი“ და „ტასი“ იუწყებიან, დღეს 7 აგვისტოს მოსკოვში ჟურნალისტებს განუცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა.
უშაკოვის თანახმად, შეთანხმებას ამერიკული მხარის წინადადებით მიაღწიეს.
პუტინის თანაშემწის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს „შეხვედრის პარამეტრების კონკრეტული დამუშავება“, თუმცა შეხვედრის ადგილი, პრინციპში, უკვე შეთანხმებულია და მოგვიანებით გამოცხადდება.
6 აგვისტოს თეთრ სახლში განაცხადეს, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტებთან, ვლადიმირ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად.
გამოცემა The New York Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ შეხვედრა შესაძლოა, მომავალ კვირაში შედგეს.
ამ ცნობებს წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტ პუტინის და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის შეხვედრა, რომელიც 6 აგვისტოს კრემლში გაიმართა.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.