ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კრემლში აცხადებენ, რომ რამდენიმე ქვეყანა მზად არის, პუტინსა და ტრამპს შორის შესაძლო შეხვედრას უმასპინძლოს

კრემლში აცხადებენ, რომ რამდენიმე ქვეყანა მზად არის, პუტინსა და ტრამპს შორის შესაძლო შეხვედრას უმასპინძლოს

კრემლის ლიდერის თანაშემწის, იური უშაკოვის ინფორმაციით, რამდენიმე ქვეყანა მზად არის, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისა და აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შესაძლო შეხვედრას უმასპინძლოს. აღნიშნულ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

იური უშაკოვმა უარი თქვა იმ ქვეყნების დაკონკრეტებაზე, რომლებმაც მასპინძლობასთან დაკავშირებით ინიციატივა გამოიჩინეს.

„უკვე მივიღეთ რამდენიმე წინადადება ამ კუთხით სხვადასხვა ქვეყნისგან. არ ვიტყვი რომელი ქვეყნებია, რათა წინასწარ არ განვსაზღვროთ მოვლენების შესაძლო ან შეუძლებელი განვითარება, მაგრამ ასეთი წინადადებები კეთდება“, - აღნიშნა იური უშაკოვმა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.