ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კრემლმა დაადასტურა, რომ ხანგოშვილის მკვლელი ФСБ-ის თანამშრომელია

კრემლმა დაადასტურა, რომ საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი ვადიმ კრასიკოვი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) თანამშრომელია.
კრემლის პრესსპიკერ დიმიტრი პესკოვის თქმით, პატიმრებს შორის, რომლებიც გაცვლის შედეგად რუსეთში დაბრუნდნენ, რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს (ГРУ) და უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) სპეცდანიშნულების ცენტრის განყოფილების Альфа-განყოფილების თანამშრომლები არიან.
„კრასიკოვი უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომელია, ის „ალფაში“ მსახურობდა პრეზიდენტის დაცვის რამდენიმე წევრთან ერთად. ბუნებრივია, როცა გუშინ ერთმანეთი დაინახეს, მიესალმნენ“, — განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
მან ასევე თქვა, რომ განაცხადა, რომ დაბრუნებულებს შორის გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს (ГРУ) თანამშრომელიცაა, რომელზეც ამერიკელები გავლენის მოხდენას ცდილობდნენ.
პესკოვმა თქვა, რომ დაზვერვის ოფიცრები არტემ და ანა დულცევები, რომლებიც სლოვენიიდან დააბრუნეს.
საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი ვადიმ კრასიკოვი ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია რუსეთსა და დასავლეთს შორის პატიმრების მასშტაბური გაცვლის, რომელიც 26 ადამიანს შეეხო. გაცვლის შედეგად მოსკოვმა ძირითადად მიიღო დაზვერვის ოფიცრები, ჰაკერები, ჯაშუშები და პროფესიონალი მკვლელი (ვადიმ კრასიკოვი), დასავლეთის სახელმწიფოებმა კი — პოლიტპატიმრები, რუსი პოლიტიკოსების ჩათვლით. განსაკუთრებული კრიტიკის ქვეშ კი ბერლინი მოექცა, მკვლელობისთვის მსჯავრდადებულის გათავისუფლებისთვის.
ვადიმ კრასიკოვი სასჯელს იხდიდა გერმანიაში, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის. რუსეთ-ჩეჩნეთის ომის ვეტერანი, საქართველოს მოქალაქე, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში. მეჩეთში სალოცავად მიმავალ ხანგოშვილს უცნობი პირი ველოსიპედით მიუახლოვდა და სამჯერ ესროლა. ხანგოშვილი მაშინვე გარდაიცვალა. გერმანულ, შემდეგ კი საერთაშორისო მედიაში მალევე გავრცელდა ცნობები მკვლელობაში ბრალდებულის სავარაუდო კავშირზე რუსეთის სახელმწიფო სპეცსამსახურებთან, რასაც დღემდე უარყოფდნენ მოსკოვში.
მოსკოვი ცდილობდა კრასიკოვში გაეცვალა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ამერიკელი ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი.
The Insider-ის ცნობით, შეთანხმება გაჭიანურდა რამდენიმე მიზეზით — თავდაპირველად კრემლმა საჭიროდ ჩათვალა მოლაპარაკება მხოლოდ შეერთებულ შტატებთან და კრასიკოვის გაცვლა ამერიკელ ჟურნალისტში, თუმცა გერმანიის გარეშე შეუძლებელი გახდა. მოლაპარაკებებს ართულებდა ისიც, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ანნალენა ბარბოკი თვლიდა, რომ კრასიკოვის მკვლელის გათავისუფლება მიუღებელი და ცუდი სიგნალი იყო.
„თუმცა 2023 წლის ოქტომბრისთვის ზოგადად მიაღწიეს კონსენსუსს, სადაც გაცვლის მთავარი ფიგურები კრასიკოვი და ნავალნი იყვნენ. თუმცა რუსეთი ბოლო მომენტამდე არ ადასტურებდა, რომ მზად იყო ნავალნის გაცვლისთვის. შედეგად, გაირკვა, რომ პუტინს ნავალნისთან დაკავშირებით სხვა გეგმები ჰქონდა — ის ციხეში მოკლეს, რის შემდეგაც დასავლეთს მოლაპარაკებებისადმი ყოველგვარი ინტერესი დაეკარგა“, — წერს The Insider.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.