ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კრემლი საკუთარი ხალხის ევაკუაციაზე უარს ამბობს – “ევაკუაცია არ მოხდება” – მედია

რუსული მედიის ცნობით, კურსკის ოლქში, ქალაქ ლგოვში, რომლის მოსახლეობა თითქმის 17 ათასი ადამიანია, ისევე როგორც მიმდებარე დასახლებებში, ევაკუაცია არ მოხდება, განაცხადა ლგოვის რაიონის ხელმძღვანელმა.
„ჩვენი ტერიტორიიდან ხალხის ევაკუაციის საჭიროება არ არის. რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა, ვითარება კვლავ დაძაბულია, მაგრამ კონტროლის ქვეშ“, – წერს იგი.
მისი თქმით, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, პატრულირებას დაიწყებენ. ამასთან, ჩინოვნიკმა ადგილობრივ მოსახლეობას ურჩია, არ გასულიყვნენ სახლიდან საჰაერო თავდასხმის დროს და ყოველთვის თან იქონიონ პირადობის მოწმობა.
როგორც ლგოვის მაცხოვრებლებმა „Caution News“-ს განუცხადეს, შეუძლებელია 112-ის ადგილობრივ სამსახურში დარეკვა, ხოლო მოსკოვიდან კავშირს 15 წუთიდან ერთ საათამდე სჭირდება.
სოციალურ ქსელებში უკვე არაერთი მიმართვა ვრცელდება, სადად რუსეთის მოქალაქეები ამაოდ ითხოვენ დახმარებას, მეტიც, ისინი ამბობენ, რომ მათ ხშირად იმის საშუალებაც არ ეძლევათ, რომ საკუთარი ძალებით დატოვონ ტერიტორია. გავრცელდა ასევე ვიდეო, სადაც მოქალაქეები პუტინს მიმართავენ და ეუბნებიან, რომ მას ატყუებენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.