კრემლი: რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა იმსჯელეს ტყვეების კიდევ ერთი გაცვლის შესაძლებლობაზე

რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა იმსჯელეს ტყვეების კიდევ ერთი გაცვლის შესაძლებლობაზე. ამის შესახებ კრემლის სპეციალურმა წარმომადგენელმა კირილ დმიტრიევმა განუცხადა Axios-ს. წყარომ დაუდასტურა გამოცემას, რომ დმიტრიევმა ეს საკითხი -ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ ვიტკოფთან შეხვედრაზე განიხილა.
-ში დმიტრიევის ვიზიტის დროს, რომელიც 24-26 ოქტომბერს გაიმართა, დღის წესრიგში იყო პატიმრების შესაძლო გაცვლა. Axios-ის წყაროს ცნობით, იმედოვნებს, რომ ახალი გაცვლა იქნება კეთილი ნების გამოვლინება და ქვეყნებს შორის ნდობას გააძლიერებს.
აშშ-ის ოფიციალურმა პირმა გამოცემას განუცხადა, რომ მოლაპარაკებები პოზიტიური იყო, მაგრამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
არცერთ მხარეს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი პატიმრები შეიძლება შედიოდნენ შესაძლო გაცვლის სიებში. ამჟამად რუსეთში მინიმუმ რვა ამერიკელია დაპატიმრებული.
წელს, რუსეთმა გაათავისუფლა ნარკოტიკების კონტრაბანდისთვის მსჯავრდადებული ამერიკელი პატიმარი მარკ ფოგელი და ღალატისთვის მსჯავრდადებული ქსენია კარელინა. სანაცვლოდ შეერთებულმა შტატებმა გაათავისუფლა რუსი ბიზნესმენი ალექსანდრ ვინნიკი, რომელსაც ბრალი ედებოდა კრიპტოვალუტის ბირჟის, BTC-ის მეშვეობით ფულის გათეთრებაში, და არტურ პეტროვი, რომელიც 2023 წელს დააკავეს კვიპროსში შეერთებული შტატების მოთხოვნით, სანქციების დარღვევით რუსეთისთვის მიკროელექტრონიკის მიწოდების ბრალდებით.
პატიმრების გაცვლის ფარგლებში ასევე გაათავისუფლეს Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი, ყოფილი საზღვაო ქვეითი პოლ უილანი და კალათბურთელი ბრიტნი გრინერი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან წულაძე: ყველას, ვისაც გულის მაგივრად ჩვარი არ გიდევთ მკერდში, დაეხმარეთ შესანიშნავ ონლაინ მედიას, მე გაზეთს ვუძახი მაინც, ონლაინ გაზეთს – „ბათუმელები“, რომელსაც არ აქვს ფული, ანუ პატიოსანი ხალხია

იაგო კაჭკაჭიშვილი – არ გამოვრიცხავ, თავად ივანიშვილის ხედვა იყოს, რომ მისი ფიგურა, პოლიტიკური ბიოგრაფიით გამსახურდიასა და კოსტავას თანაზომიერია, თუმცა ზვიადი და მერაბი რომ ეროვნულ მოძრაობას ედგნენ სათავეში, მაშინ ის რუსეთში აკეთებდა ბიზნესს