კრემლი ახალი რუსული წყალქვეშა ნავების ჰიპერბგერითი რაკეტებით აღჭურვას გეგმავს

რუსეთი ახალი ბირთვული წყალქვეშა ნავების გამოშვებას აანონსებს, რომელიც ჰიპერბგერითი რაკეტებით იქნება აღჭურვილი. რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია“, ამ თემაზე, რუსეთის უმსხვილესი გემთმშენებელი კომპანიის ხელმძღვანელთან ჩწერილ ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს. ინტერვიუში, ალექსეი რახმანოვი განმარტავს, რომ წყალქვეშა ნავების მშენებლობის პროცესი აქტიურ ფაზაშია.
„იესენ-ემის პროექტი სხვადასხვა ტიპის დანიშნულების ბირთვულ წყალქვეშა ნავებს მოიცავს, რომლებიც “ცირკონის” სარაკეტო სისტემებით აღიჭურვება“, – ამბობს რახმანოვი.
2023 წლის დასაწყისში, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ ბირთვული ძალების გასაძლიერებლად, რუსეთი “ცირკონის” რაკეტების წარმოების ზრდას გეგმავდა.
კრემლის მიზანია, ახალი რუსული წყალქვეშა ნავებით, საბჭოთა კავშირის დროინდელი გემები ჩაანაცვლოს. ეს რუსული ფლოტის მოდერნიზაციის პროგრამის ნაწილია, ამბობს რახმანოვი.

ასევე დაგაინტერესებთ

სემეკ-ის წევრი – სახელმწიფო ელექტროსისტემა „ენგურჰესის“ აგრეგატებზე აწარმოებდა დაგეგმილ ტესტირებას, რა დროსაც მოხდა ელექტროენერგეტიკული სისტემის სრულად გათიშვა, მიმდინარეობს შეფასება, რათა დადგინდეს ავარიის ზუსტი მიზეზები

გია ხუხაშვილი – ქვეყანაში „ოცნებისთვის“ დამახასიათებელი ბოროტი რომანტიკაა – რუსეთისთვის სირთულეს არ წარმოადგენს საბოტაჟის მოწყობა, გვაფრთხილებს – „ენგურჰესი“ რუსების ირიბი კონტროლის ქვეშაა, აფხაზეთიდან შეუძლიათ ამის გაკეთება