კრემლის “ქება” და დაცინვა – “საქართველო ხურდა ფულს შეადარა” – ვალერი ჩეჩელაშვილი

საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთსა და უკრაინაში, ვალერი ჩეჩელაშვილი მოსკოვის მორიგ განცხადებას, რომელიც “ოცნებას” “პრაგმატიზმს” უწონებს და ამასთან, ახალ პირობებს უყენებს, ეხმაურება და ამბობს:

ეს არის ჩვეულებრივი რუსული ნარატივი, რომელიც კარგად არის ჩამოყალიბებული მათ საგარეო პოლიტიკის კონცეფციაში – ანუ, ის, რომ “ჩვენ საქართველოსთან ვითანამშრომლებთ, თუ მან მიიღო ახალი რეალობები” და კალუგინმა ახალი არაფერი არ თქვა, ოღონდ როგორც რუსეთს სჩვევია ხოლმე, ნებისმიერი თითქოსდა პოზიტიური განცხადება ძალიან ცინიკურად გააკეთა, იმიტომ, რომ საქართველო შეადარა ხურდა ფულს, მაგალითად.

პროტესტის საშუალება ჰქონდა ირაკლი კობახიძეს, ვინაიდან მისი გამოსვლა იყო დაგეგმილი პუტინის გამოსვლის შემდეგ (თურქმენეთში, ფორუმზე) და რა თქმა უნდა, შეიძლებოდა, უფრო მეტი პრინციპულობით ელაპარაკა ზოგადად რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე და  განსაკუთრებით საქართველოსთან მიმართებაში. ძალიან სუსტად თქვა, რომ ოკუპაცია თითქოსდა განაცხადა, მაგრამ პრინციპულობა ამას ნამდვილად აკლდა”, – აცხადებდ ჩეჩელაშვილი. 

მოსკოვი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ სერიოზულად არის მიმართული, იმ პირობით, რომ ის რუსეთის წინააღმდეგ თამაშებში „ხურდა ფული“ არ გახდება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა, მიხაილ კალუგინმა რუსულ მედიას განუცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

შოთა დიღმელაშვილი: მსოფლიოს გარშემო ამ ტაუერებზე სახელის ლიცენზია ბევრჯერ დაკარგულა, ბევრჯერ თავად პროექტი გაჩერებულა, ბათუმის ტრამპ ტაუერის პროექტს ივანიშვილი “ტრიუკს” უწოდებდა. ამ ფაქტების ერთობლიობიდან გამომდინარე შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ …

ზურაბ ჯაფარიძე: ზურაბ ჯაფარიძე: გავერთე და ფასები შევადარე ტრამპ თაუერის 1 კვ/მ-ზე დაანონსებულ ფასში, შეგიძლია იყიდო ბინა/აპარტამენტი: მადრიდში, ბარსელონაში, ლისაბონში, რომში, მილანში, ათენში…