ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კრემლის თქმით, რუსეთის დასაცავად ერთადერთი გზა ბუფერული ზონის შექმნაა

მოსკოვმა 18 მარტს განაცხადა, რომ უკრაინის თავდასხმებისგან რუსეთის ტერიტორიის დაცვის ერთადერთი გზა ბუფერული ზონის შექმნა იქნება. ის რუსეთის რეგიონებს უკრაინას უსაფრთხო მანძილით დააცილებს, რათა მათ ამ რაიონებში რუსეთის მოსახლეობისთვის ცეცხლის გახსნა ვერ შეძლონ.
კრემლმა კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გაკეთებულ მიმართვაში ახსენა, რომ არ გამორიცხავს უკრაინის საზღვართან ბუფერული ზონის შექმნის შესაძლებლობას. რუსეთში ჩატარებული კენჭისყრა დასავლეთში არადემოკრატიულ არჩევნებადაა მიჩნეული.
ჟურნალისტებთან სატელეფონო ზარით საუბრისას, კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა შემდეგი განცხადება გააკეთა: „რაც შეეხება [უკრაინის] დრონებით თავდასხმებსა და ჩვენი ტერიტორიის, საზოგადოებრივი ობიექტების, საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვას, ზომები უნდა იქნას მიღებული ამ ტერიტორიების დასაცავად", - აღნიშნა პესკოვმა.
კრემლის პრესსპიკერის თქმით, „მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ ერთგვარი ბუფერული ზონის შექმნით, რათა ნებისმიერი საშუალება, რომელსაც მტერი ჩვენზე საიერიშოდ იყენებს, მოქმედების არეალის მიღმა აღმოჩნდეს".

არქივის შესახებპირველწყარო: www.amerikiskhma.com ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.