არქივი20 ივლისი, 2024, 17:22
კრასნოდარში მოსახლეობამ ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდების მოთხოვნით ქუჩა გადაკეტა, პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო
კრასნოდარში მოსახლეობამ ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდების მოთხოვნით ქუჩა გადაკეტა, პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული „ტელეგრამ“ არხები ავრცელებენ.
აქციის მონაწილეები ხელისუფლების ყურადღების მიქცევას ცდილობენ და აცხადებენ, რომ ჯერ ელექტროენერგია კვირაში ერთხელ, შემდეგ სამჯერ, ახლა კი 12-15 საათის განმავლობაში ითიშება.
შემთხვევის ადგილზე ქალაქის მერი ევგენი ნაუმოვი და პოლიციელები მივიდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ორი ადამიანი დააკავეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.