პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კრასნოდარში კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” ყოფილ ბაზას ცეცხლი გაუჩნდა

კრასნოდარში კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” ყოფილ ბაზას ცეცხლი გაუჩნდა

კრასნოდარის მხარეში, გორიაჩი-კლიუჩის მახლობლად, მოლკინოს სამხედრო პოლიგონზე, ორსართულიან შენობას ცეცხლი გაუჩნდა. 2023 წლის ივლისამდე იქ მდებარეობდა კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” მთავარი ბაზა.
"კავკაზ.რეალიის" ცნობით, ვიდეო ხანძრის ადგილიდან გავრცელდა “ვაგნერთან” დაკავშირებული არხებით. ამ კადრებში ჩანს, რომ ადგილზე მისული მაშველები თითქმის მთლიანად დამწვარ შენობას აქრობენ.
დაქირავებულებთან დაახლოებული მედიის ცნობით, შენობაში ამჟამად განთავსებული იყო რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს "აფრიკული კორპუსის" შტაბი.
ხანძარი მოლკინოში გაჩნდა იმ დღეს, როდესაც უკრაინულმა დრონებმა შეტევა განახორციელეს ტიხორეცკის მხარეში მდებარე რუსეთის სამხედრო მასალების საწყობზე.
კრასნოდარის და ტვერის ოლქებში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ობიექტებზე იერიში 21 სექტემბერს განხორციელდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 სექტემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.