კრამონების და კუბილიუსების დრო მთავრდება – თამარ ჩიბურდანიძე

კრამონების და კუბილიუსების დრო მთავრდება – თამარ ჩიბურდანიძე
„რამდენიც არ უნდა გვიქნიონ თითი მკვლელი ნაცების ლობისტებმა ევროპიდან, მათი თითის მოკაკვა, მათივე მარცხით იქნება განპირობებული,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.
მისივე თქმით, კრამონების და კუბილიუსების დრო სრულდება, რისი დასტურიც არის „გამჭვირვალობის კანონის” მიღების გადაწყვეტილება ევროპარლამენტში.
„თუკი მთელი განვლილი წლები ევროპაც საქართველოს მსგავსად, მორჩილად მიყვებოდა „უფროსი პარტნიორის” მითითებებს, დღეს სულ სხვა სიტუაციაა და ამას ვეღარც მალავენ. უკრაინის ომმა ამ ყოფას წერტილი დაუსვა. დღეს ყველაზე მეტად სწორედ ევროკავშირის ყოფნა – არყოფნის საკითხი დგას. ან უნდა დაიბრუნონ დამოუკიდებლობა და არ შეეწირონ სხვა ქვეყნების ინტერესებს ან არადა ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნილი ევროკავშირი დიდხანს ვერ გაუძლებს საკუთარი მოქალაქეების პროტესტს და დაიშლება. იქნებ ეს ვიღაცის ინტერესებში შედის კიდეც? იქნებ ეს ვიღაცის დიდი პოლიტიკური თამაშია, სადაც ევროკავშირი ვეღარ არის მათი პოლიტიკის საყრდენი და სურთ სხვა პროექტის განხორციელება? ამ კითხვებზე პასუხები ალბათ მალე გვექნება.
ფაქტია, კრამონების და კუბილიუსების დრო მთავრდება. ევროპამ გაიღვიძა და სწორედ ამის დასტურია „გამჭვირვალობის კანონის” მიღების გადაწყვეტილება ევროპარლამენტში. ეს პროცესი დაწყებულია და ამას ვეღარავინ შეაჩერებს. ივნისის თვეში ევროპარლამენტის არჩევნებით ბევრი რამ შეიცვლება, რაც საქართველოზეც დადებითად აისახება.
რამდენიც არ უნდა გვიქნიონ თითი მკვლელი ნაცების ლობისტებმა ევროპიდან, მათი თითის მოკაკვა მათივე მარცხით იქნება განპირობებული. შესაძლოა ვიღაცას ღიმილადაც არ ეყოს, მაგრამ საქართველო გახდება ფლაგმანი მთელს ევროპაში ჭეშმარიტი ღირებულებების დასაცავად ბრძოლაში. დროის ცვლილებამ ეროვნული ღირებულებების ცვლილება არ უნდა გამოიწვიოს. დრომ უნდა მოიტანოს პროგრესი და არა რეგრესი, რასაც ჩვენი ოპოზიცია და მათი უცხოელი ლობისტები გვთავაზობენ,“ – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით