„კრაბ კოფის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი – ჩვენს სახლთან თავს დაგვესხა ერთი ადამიანი – ქრისტის მუცელში მიარტყა ფეხები, მე ხელი ცხვირში ჩამარტყა, ცხვირი მაქვს გატეხილი

„კრაბ კოფის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ქრისტი პირველი არ გამორიცხავს, რომ მასსა და მაღაზიის მეორე დამფუძნებელზე თავდასხმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს უკავშირდებოდეს. როგორც მან „ტვ პირველს“ განუცხადა, შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა.
„დიღმის მასივში მოხდა, „მაგნიტის” ტერიტორიაზე. კამერები ამოღებულია. მას მისცეს გაქცევის საშუალება. ვეუბნებოდით, რომ პოლიციაში დარეკილი გვაქვს, არსად არ წახვიდე და ეს ბიჭი გააქციეს. არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლებოდა დაგეგმილი ყოფილიყო. რაც აქციები დაიწყო, 28 ნოემბრიდან, მოქალაქეებს ვეხმარებით უფასო ყავა – ჩაით, იქამდე მედიკამენტებითაც. არ შეგვიწყვეტია. წინა დღით დავდეთ პოსტი და გუშინ მოხდა ეს ამბავი“, – განაცხად კრისტი პირველმა.
ამასთან, როგორც „კრაბ კოფის“ მეორე მეპატრონე აცხადებს, მას ცხვირი აქვს გატეხილი და ოპერაცია ესაჭიროება.
„ჩვენს სახლთან მოხდა ეს ამბავი, თავს დაგვესხა ერთი ადამიანი. დანარჩენები გვიყურებდნენ თავიდან, ყვირილი რომ დავიწყე, ამ მომენტში მოვიდნენ და ვითომ გაიყვანეს. ერთი ადამიანი იყო, ჩვენ მიმართ დაიწყო გინება. ვიდექით 10 მეტრში, შორიდან დაიწყო ამ ყველაფრის ყვირილი. ჯერ ქრისტი მივიდა პირველი. ის ახტა და მუცელში მიარტყა ფეხები. მე რომ დავინახე, მივედი, ვერაფრის გაკეთება ვერ მოვასწარი, ერთი ხელი მომკიდა და მეორე ხელით ცხვირში ჩამარტყა. ცხვირი მაქვს გატეხილი. ოპერაცია დღესაა“, – აცხადებს „კრაბ კოფის“ ერთ-ერთი მეპატრონე.
– ს ინფორმაციით კი, „კრაბ კოფის“ თანამშრომლებს კონფლიქტი მოუვიდათ მაღაზიაში მყოფ პირთან, რაც შემდგომში მაღაზიის გარეთ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მომხდარზე -მ ერთი პირი დააკავა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ – არც ზურგში დანის ჩარტყმის მოთმენას ვაპირებ, არც იმას, რომ ვიღაცის მიერ ჩემთვის დაწესებული წესებით ვიმოქმედო, ეს არასდროს გამიკეთებია და არც სხვას ვურჩევ

თაზო დათუნაშვილი: პირობები, რომელსაც ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ჩინური მხარე ითხოვს, კაბალურია – ჩინურ კომპანიას უნდა, იქ დაასამაროს დასავლური ინვესტიციის პერსპექტივა და საქართველოს სახელმწიფომ ნულოვანი მოგება ნახოს