კოშმარი გრძელდება - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ნიუკასლთან" დამარცხდა [VIDEO]
![კოშმარი გრძელდება - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ნიუკასლთან" დამარცხდა [VIDEO]](/wp-content/uploads/2024/12/42a2772bb38fe098a3c39d327cf9d165-x0kiYO.jpeg)
პრემიერლიგის მე-19 ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ნიუკასლთან" 0:2 დამარცხდა. ეს ამორიმის გუნდისთვის ზედიზედ მესამე მარცხი იყო.
შეხვედრა თავიდანვე "ნიუკასლის" დიდი უპირატესობით წარიმართა და მე-4 წუთზე ანგარიში ისაკმა გახსნა, მე-19 წუთზე კი ჟოელინტონმა სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
"იუნაიტედმა" რამდენიმე ანტირეკორდი დაამყარა, კერძოდ "მანკუნიანელებმა" 1930 წლის შემდეგ თვეში 6 მატჩი პირველად წააგო.
ასევე "მანჩესტერმა" დეკემბერში 18 გოლი გაუშვა, რაც ბოლო 60 წლის განმავლობაში პირველად მოხდა.
"წითელი ეშმაკები" პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 22 ქულით მე-14 ადგილზეა, ამორიმის გუნდი მორიგ
შეხვედრას 5 იანვარს, სტუმრად "ლივერპულის" წინააღმდეგ გამართავს.
"ნიუკასლი" 32 ქულით მე-5 ადგილზეა, "კაჭკაჭები" 4 იანვარს, "ტოტენჰემს" დაუპირისპირდებიან.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.