კოტე ზარნაძე: კი მწარეა, მაგრამ რეალობაა, ვერსად გავექცევით!
თბილისის საკრებულოს გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი კოტე ზარნაძე წერეთლის გამზირზე,გზის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ეხმიანება და "ფეისბუქზე" წერს:
"პრობლემა იცით რაშია?! გადახედეთ ერთმანეთს, ვისაც ელემენტარული სახლის რემონტი გაუკეთებია, ერთ ადამიანსაც ვერ ნახავთ, რომ თქვას: - წვალების და ნერვების შლის გარეშე გავაკეთეო. აი, ეს არის პრობლემა. კი მწარეა, მაგრამ რეალობაა, ვერსად გავექცევით!" - წერს ზარნაძე.
თბილისის მერიამ, ხეშეკრულების პირობების დარღვევის გამო, კოტრაქტი შეუწყვიტა კომპანიებს შპს "ერ ტე დე“-სა და შპს „მილენიუმ ბილდერს გრუპ“-ს, და მათ ნაცვლად ოთხ ახალ კომპანიასთან გააფორმა ხელეკრულება.
შესაბამისი ბრძანებები დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გამოსცა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.