პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კორუფციულ საქმესთან მეუღლის შესაძლო კავშირის გამო, ესპანეთის პრემიერმა საჯარო მოვალეობების შესრულება შეიჩერა

კორუფციულ საქმესთან მეუღლის შესაძლო კავშირის გამო, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა საჯარო მოვალეობების შესრულება შეიჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
როგორც ცნობილი გახდა, ამის მიზეზია პრემიერის მეუღლე - ბეგონა გომესი, რომელიც კორუფციაშია ეჭვმიტანილი. მედიის ცნობით, საქმის გამოძიება უკვე დაიწყო შესაბამისმა უწყებამ.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მისი მეუღლე დაიცავს საკუთარ უფლებებს და ითანამშრომლებს სასამართლო სისტემასთან.
ამასთან, სანჩესმა განაცხადა, რომ 29 აპრილს გაავრცელებს ინფორმაციას, დარჩება თუ არა თანამდებობაზე.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 აპრილი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.