არქივი17 ოქტომბერი, 2025, 18:41
კორუფციასთან ბრძოლა გრძელდება ყველა მიმართულებით, თუ გამოძიებას ექნება დამატებით ფაქტები, ამ შემთხვევაში იმოქმედებენ - ირაკლი კობახიძე

კორუფციასთან ბრძოლა გრძელდება ყველა მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისებს განუცხადა.
კითხვაზე, გაგრძელდება თუ არა კორუფციის ბრალდებით დაკავებები, პრემიერი აღნიშნავს, რომ ეს არის საგამოძიებო უწყებების საქმე.
„უნდა დაველოდოთ გამოძიებას. თუ გამოძიებას ექნება დამატებით ფაქტები, ამ შემთხვევაში იმოქმედებენ“, - განაცხადა პრემიერმა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.