არქივი21 თებერვალი, 2024, 06:22
კორპუსის ეზოში გარდაცვლილი კაცი ნახეს – იქვე იპოვეს წერილიც
რუსთავში, ეზოში გარდაცვლილი კაცი იპოვეს. საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, მე-14 მიკრორაიონში, ეზოში 50 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს. ცხედართან ერთად ნაპოვნია წერილიც.
შემთხვევა, სავარაუდოდ, სუიციდს უკავშირდება.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ინფო რუსთავი
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.