არქივი10 მარტი, 2024, 11:51
კორპუსიდან მუშის გადმოვარდნის შემდეგ შრომის ინსპექციამ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები შეაჩერა
თემქაზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, შრომის ინსპექციამ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები შეაჩერა. იყო თუ არა უსაფრთხოების ნორმები დაცული მშენებლობის პროცესში – ინსპექცია შესაბამის დასკვნას რამდენიმე დღეში დადებს.მოკვლევა დაწყებულია, კომპანიიდან უკვე გამოთხოვილია დოკუმენტაციაც.
თემქაზე მშენებარე კორპუსის მე-10 სართულიდან 26 წლის ვახო ქართველიშვილი გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.