არქივი23 ივლისი, 2024, 10:23
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ, ჯო ბაიდენი თეთრ სახლში დაბრუნდება
ჯო ბაიდენი დღეს თეთრ სახლში დაბრუნდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დღეს თეთრი სახლიდან ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდება, მას შემდეგ, რაც COVID-19-ის გამო დელავერის შტატში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
ჯო ბაიდენი თეთრ სახლში ადგილობრივი დროით 14:30 საათზე დაბრუნდება და მოგვიანებით დახურულ ბრიფინგს დაესწრება.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტს COVID-19 17 ივლისს დაუდასტურდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.