პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კონფერენს ლიგაზე საქართველოს თასის მფლობელის მეტოქე გაირკვა

კონფერენს ლიგაზე საქართველოს თასის მფლობელის მეტოქე გაირკვა

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა ჩატარდა და საქართველოს თასის მფლობელის, თბილისის „სპაერის“ მეტოქე გაირკვა - ვენის „აუსტრია“.
„აუსტრიამ“ ბუნდესლიგაში ბოლომდე იბრძოლა, ჩემპიონ „შტურმს“ მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩა და მესამე ადგილზე გავიდა.
პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "ტორპედო" ყაზახეთის "ორდაბასის", "დილა" კი ლუქსემბურგის "რასინგს" დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში მათი მომავალი მოწინააღმდეგეები ცნობილია. „ტორპედო“ ნიქოზიას „ომონიას“, ხოლო „დილა“ „რიგას“ შეხვდება.
მატჩები 24 და 31 ივლისს გაიმართება. „სპაერი“ პირველ შეხვედრას სტუმრად ჩაატარებს, საპასუხოს კი - სახლში.
იამალი სკანდალში გაეხვია - ვინ არის ესპანელის 30 წლის შეყვარებული, რომელსაც მოკვლით ემუქრებიან?

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ივნისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.