ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კონტროლიორების რაოდენობა შემცირდა, ხელფასები გაეზარდათ

კონტროლიორების რაოდენობა შემცირდა, ხელფასები გაეზარდათ

თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისში კონტროლიორების რაოდენობა შემცირდა.
უწყების ცნობით, 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში დედაქალაქში მგზავრობის საფასურის გადახდის კონტროლს 200 პირი ახორციელებდა. ეს კი მაშინ, როცა გასული წლის იმავე პერიოდში კონტროლიორის პოზიციაზე 210 პირი იყო დასაქმებული.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში კონტროლიორებზე ხელფასის სახით ჯამურად გაიცა 4 088 000 ლარი. ამავე პერიოდში ერთი კონტროლიორის საშუალო ყოველთვიური ხელფასი 2 044 ლარს შეადგენდა.
რაც შეეხება წინა წლის მონაცემებს, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში კონტროლიორების ხელფასზე 3 910 200 ლარი დაიხარჯა. ამ შემთხვევაში ერთი კონტროლიორის საშუალო თვიური ანაზღაურება 1 862 ლარი გამოდის.
მონაცემები აჩვენებს, რომ 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში კონტროლიორების საშუალო თვიური ანაზღაურება 9.8%-ით გაიზარდა.
ინფორმაცია თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ „ბიზნესპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ გაავრცელა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.