ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"კონტეს არ სურდა ოსიმენს ნაპოლის ფეხბურთელებთან კონტაქტი ჰქონოდა, რადგან..." - იტალიელი ჟურნალისტი დეტალებზე საუბრობს

"კონტეს არ სურდა ოსიმენს ნაპოლის ფეხბურთელებთან კონტაქტი ჰქონოდა, რადგან..." - იტალიელი ჟურნალისტი დეტალებზე საუბრობს

გუშინ, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, "გალათასარაიმ" ერთსეზონიანი იჯარით "ნაპოლიდან" ვიქტორ ოსიმენი დაიმატა. მოგეხსენებათ, ნიგერიელი ნეაპოლური გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობდა.
Radio CRC-ს ჟურნალისტის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება პირადად "ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ მიიღო, რადგან იტალიელი სპეციალისტი თვლიდა, რომ თუ ოსიმენი პირველ გუნდთან ერთად ივარჯიშებდა და სამატჩო განაცხადში მოხვდებოდა, გასახდელში სიტუაციას გააფუჭებდა.
"ვინ მიიღო ოსიმენის პირველი გუნდიდან მოკვეთის გადაწყვეტილება? რა თქმა უნდა, ანტონიო კონტემ. მას გასახდელში "უცხო სხეულის" ყოფნა არ სურდა და თვლიდა, რომ ოსიმენი სიტუაციას არევდა", - განაცხადა იტალიელმა ჟურნალისტმა.
შეგახსენებთ, "გალათასარაის"
ოსიმენის გამოსყიდვის უფლება არ აქვს. ცნობისთვის, 2025 წელს, ვიქტორის გამოსასყიდი თანხა 130 მილიონი ევროდან 75 მილიონ ევრომდე შემცირდება.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.