არქივი10 იანვარი, 2024, 12:55
კონტემ დე ლაურენტისს საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ აცნობა
გამოცდილმა იტალიელმა სპეციალისტმა ანტონიო კონტემ "ნაპოლის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა და აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს უკვე აცნობა. ამის შესახებ ინფორმაციას Libero ავრცელებს.
წყაროს ცნობით, "პარტენოპეი" კონტეს 3-წლიან კონტრაქტსა და ანაზღაურების სახით ყოვეწლიურად 8 მილიონ ევროს სთავაზობდა, თუმცა აურელიომ 54 წლის სპეციალისტის დარწმუნება მაინც ვერ მოახერხა.
შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 28 ქულით მე-9 ადგილს იკავებს.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.