ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კონტემ არასასურველი ფეხბურთელების გაშვებაც დაიწყო - ოსტიგორი ჩემოდნებზეა და ახალი გუნდიც უკვე იპოვა

კონტემ არასასურველი ფეხბურთელების გაშვებაც დაიწყო - ოსტიგორი ჩემოდნებზეა და ახალი გუნდიც უკვე იპოვა
Sky Italia-ს ინფორმაციით, "ნაპოლის" 24 წლის ნორვეგიელი მცველი ლეო ოსტიგორი, დიდი ალბათობით, კარიერას საფრანგეთის ლიგა 1-ის ბინადარ "რენში" განაგრძობს.
ფეხბურთელი "პარტენოპეის" ახალი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს გეგმებში არ შედის და მას უკვე შეატყობინა, რომ წასვლა შეუძლია.
ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, "რენთან" მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია, ფრანგები 7 მილიონ ევროს იხდიან და ნორვეგიელს კონტრაქტს 2028 წლის ზაფხულამდე სთავაზობენ.
შეხსენებისთვის, "ნაპოლიმ" ოსტიგორი 2022 წელს "ბრაიტონიდან" 5,5 მილიონ ევროდ შეიძინა. ამ ხნის განმავლობაში მან ჯამში "პარტენოპეიში" ყველა ტურნირზე 43 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.