არქივი2 ივნისი, 2025, 12:55
კონტაქტური კარატეს მსოფლიოს ჩემპიონატზე მინდია მგელაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე კონტაქტური კარატეს მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა კარატისტმა მინდია მგელაძემ (-60 კგ) მესამე ადგილისთვის შეხვედრაში იაპონელი შონოშონ უომოტო დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
2025 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას იცავდნენ: მინდია მგელაძე (-60კგ), ლაშა შანთაძე (60კგ), ანდრეი ზინჩენკო (-70კგ), დათა ფუტკარაძე (-70კგ), ლაშა ოზბეთელაშვილი (-80კგ), დავით მსხალაძე (-90კგ), გოდერძი კაპანაძე (+90 კგ), მარიამ წიკლაური (-54კგ) და თეონა გაზდელიანი (-54კგ).
არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.