ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კონტაქტური კარატეს ახალგაზრდულმა ნაკრებმა საერთაშორისო ტურნირზე ორი მედალი მოიპოვა

კონტაქტური კარატეს ახალგაზრდულმა ნაკრებმა საერთაშორისო ტურნირზე ორი მედალი მოიპოვა

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში კონტაქტური კარატეს საერთაშორისო ტურნირი „Kokoro Cup Juniors”-ი გაიმართა. 16 წლამდე კარატისტებს შორის -62 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი შედგა. ფინალურ ორთაბრძოლაში ოქროს მედალი გიორგი წილოსანმა მოიპოვა, ხოლო ვერცხლი ოთარ შაინიძემ დაისაკუთრა.
ტურნირში 400 ახალგაზრდა სპორტსმენი მონაწილეობდა. ქართველი კარატისტები შეჯიბრებაზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ასპარეზობდნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.