კონსტიტუციონალისტი ხსნის, რომ ოპოზიციის ბოიკოტი პარლამენტს შეკრებაში ხელს ვერ შეუშლის

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისა და ბოიკოტის შესახებ დისკუსიას ეხმაურება და აცხადებს, რომ ცესკოს მიერ ამ დროისთვის გამოცხადებული შედეგების გათვალისწინებით, პარლამენტს ოპოზიციის ბოიკოტი შეკრებაში ხელს ვერ შეუშლის.
„კონსტიტუციის მოხედვით: “პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან.”
ეს ორ რამეს ნიშნავს:
· პარლამენტი მუშაობას დაიწყებს თუ დარბაზში იქნება 76 დეპუტატი (ცესკოს მიხედვით ოცნებას 89 ჰყავს);
· ამ 76-მა უნდა თქვას, რომ 150-დან სულ ცოტა 100 დეპუტატის უფლებამოსილებას ცნობს. მნიშვნელობა არ აქვს დანარჩენებს სურს თუ არა ცნონ მისი უფლებამოსილება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.