ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კონსტიტუციაში გაჩნდება ჩანაწერი, რომელიც განსაზღვრავს, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანობა არის ჩვენი სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენი – კობახიძე

„ჩვენ თავიდანვე დავაანონსეთ კონსულტაციები, რომელიც უკავშირდება კონსტიტუციურ ჩანაწერს, მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით და ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას, ამ საკითხზე და ძალიან მყარი ჩანაწერი გაჩნდება კონსტიტუციაში, რომლითაც განისაზღვრება ახლებურად მართლმადიდებლობის სტატუსი და ეს აისახება მართლმადიდებელ ეკლესიაზე, როგორც უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტზე ჩვენი ქვეყნისთვის. კერძოდ, გაჩნდება ჩანაწერი, რომელიც განსაზღვრავს იმას, რომ, მართლმადიდებლობა, მართლმადიდებელი ქრისტიანობა არის ჩვენი სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენი“, – განაცხადა პრემიერმა.
„ასევე მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ჩანაწერის დაზუსტება, რომელიც უკავშირდება მართლმადიდებელი ეკლესიის როლს. დღევანდელი რედაქციის თანახმად, საუბარია იმაზე, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ასრულებდა მნიშვნელოვან როლს საქართველოს ისტორიაში და ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ ზუსტად უნდა აისახოს ის სინამდვილე, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში, არა მარტო ისტორიაში, არამედ, ჩვენს დღევანდელობაშიც, თანამედროვეობაში მართლმადიდებელი ეკლესია ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს და ის არის ჩვენი თვითმყოფადობის საყრდენი. ეს მნიშვნელოვანი შესწორება შევა საქართველოს კონსტიტუციაში და კიდევ ერთხელ, ჩვენ ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს ეკლესიის და საპატრიარქოს წარმომადგენლებს, მღვდელმთავრებს, იმისათვის, რომ შედგა ძალიან საინტერესო დისკუსია და იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდა შედეგიანი დისკუსია ამ საკითხთან დაკავშირებით.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.