კონსტანტინ ზატულინი: საქართველოს პრაგმატულმა ხელისუფლებამ არ მოისურვა სხვისი ინსტრუმენტი გამხდარიყო

რუსეთის დუმის დეპუტატი და ევრაზიულ ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კონსტანტინ ზატულინი ივანიშვილის მიერ მიხეილს ყაველაშვილის გაპრეზიდენტებას გამოეხმაურა.

“პრემიერი კობახიძის თქმით, ახალი პრეზიდენტის ამოცანაა “2030 წლისთვის საქართველო ევროკავშირში შეიყვანოს”. ვნახოთ. თუმცა მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ საქართველოს პრაგმატულმა ხელისუფლებამ არ მოისურვა გამხდარიყო სხვისი ინსტრუმენტი და კვლავ შეექმნა საქართველოსთვის რუსეთთან ომის საფრთხე, ზელენსკისგან განსხვავებით.” – თქვა ზატულინმა.

ამას გარდა, როგორც რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია წერს, ზატულინმა აღნიშნა, რომ “აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება” არის “ზღურბლი, რომლის გადაბიჯებაც საქართველოს ემოციური პოლიტიკოსებისთვის რთულია”.

“თუმცა ეს არის მოცემულობა, რომელთან ერთად ცხოვრებაც მოგვიწევს და, ყველაფრის მიუხედავად, გამოსანახი იქნება შესაძლებლობები თანამშრომლობისთვის.” – თქვა ზატულინმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ