კონსტანტინ ზატულინი: ლავროვმა თქვა, რაც თქვა და მან არ იგულისხმა ჯარების გაყვანა

“იგულისხმება თუ არა დაახლოებაში რუსეთის ჯარების გაყვანა? ჩვენ გვაქვს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან შეთანხმებები უსაფრთხოებაზე, სამხედრო საკითხებზე და ა.შ არავინ განიხილავს ამ თემას. ლავროვმა თქვა, რაც თქვა და მან არ იგულისხმა ჯარების გაყვანა. საკითხი მდგომარეობს იმაში, რომ აფხაზეთმა, ოსეთმა და საქართველომ რეალობას თვალი უნდა გაუსწორონ, დაამყარონ რაიმე ტიპის რეალური ურთიერთობები სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ფორმატის ფარგლებში. ლავროვის სიტყვები არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს რუსეთის ინტერესია, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საქართველოსთვის დაბრუნება. ეს საკითხი დიდი ხნის წინ გადაწყდა. თუ ისინი ერთმანეთში ეკონომიკურ და ბიზნეს ურთიერთობებს დაამყარებენ, ეს ყოველთვის პოზიტიური იქნება,” – ამბობს რუსეთის დუმის დეპუტატი და ევრაზიულ ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კონსტანტინ ზატულინი.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

გივი მიქანაძის განმარტებით, მშობლები ვალდებული არ არიან, ბავშვის ფორმა აუცილებლად სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული გაყიდვის ქსელში შეიძინონ. მათ შეუძლიათ ფორმა სხვა მომწოდებლისგან იყიდონ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?