კონსერვატორიის სტუდენტების, პროფესორების, კონცერტმაისტერებისა და თანამშრომლების განცხადება

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები, პროფესორები, კურსდამთავრებულები, კონცერტმაისტერები და ადმინისტრაციის თანამშრომლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

„თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია ემსახურება ქართულ, შესაბამისად, ევროპულ ხელოვნებას. ევროპული არჩევანი არის გარანტირებული ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის 78-ე მუხლით. კონსერვატორიის სტუდენტები, კურსდამთავრებულები, პროფესორები და ადმინისტრაციის თანამშრომლები ვგმობთ ძალადობას იმ ახალგაზრდების მიმართ, რომლებიც ჩვენ ევროპულ არჩევანს იცავენ“,- ნათქვამია განცხადებაში. 

ამ დროისთვის განცხადებას 387 ხელმომწერი ჰყავს.

ხელმომწერებს შორის არიან: თსკ-ს ორი ყოფილი რექტორი, აკადემიური საბჭოს ორი წევრი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მოქმედი უფროსი, რექტორის მოადგილე; ორივე ფაკულტეტის ყოფილი და მოქმედი დეკანები, სასწავლო დეპარტამენტის უფროსი, სამეცნიერო კვლევების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი, საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსი, წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი, დიდი და მცირე დარბაზის დირექტორები, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, სტუდენტები, კურსდამთავრებულები, პროფესორ-მასწავლებლები, კონცერტმაისტერები, ადმინისტრაციის თანამშრომლები.

12 და 13 დეკემბერს კონსერვატორიასთან საპროტესტო აქციები გაიმართა.

აქციაზე სტუდენტებმა სამი მთავარი მოთხოვნა დაასახელეს. პირველი – გათავისუფლდეს კონსერვატორიის სტუდენტი ანრი კაკაბაძე; მეორე – კონსერვატორიის რექტორმა გიორგი ვაჩნაძემ გააკეთოს მკაფიო განცხადება, რომ ემიჯნება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების თაობაზე; მესამე- გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციებისას დაკავებული მოქალაქეები.

ხელმომწერთა სია

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია