ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კონკურენციის სააგენტომ „ქომუნითი სოფტ სოლუშენსი“ ინფორმაციის მიუწოდებლობისთვის დააჯარიმა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში, სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 10 ნოემბრის N04/1320 ბრძანების საფუძველზე, მიმდინარეობს საქმის მოკვლევა შპს „ქომუნითი სოფტ სოლუშენსის“ მხრიდან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 11 (3) მუხლის (არაკეთილსინდისიერი კონკურენცია) სავარაუდო დარღვევის შესახებ.საქმის მოკვლევის ფარგლებში, სააგენტომ გამოითხოვა შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია მოპასუხე ეკონომიკური აგენტისგან, რაც, წერილის ჩაბარების მიუხედავად, ეკონომიკურმა აგენტმა განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგინა. შესაბამისად, შპს „ქომუნითი სოფტ სოლუშენსს“  დაეკისრა ჯარიმა - 3 000 ლარის ოდენობით.ინფორმაციას GCCA ავრცელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.