ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ თამბაქოს ბაზრის მონიტორინგი დაიწყო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, ადგილობრივი ინდუსტრიის მიმართვის საფუძველზე, თამბაქოს ბაზრის მონიტორინგი დაიწყო.
კონკურენციის სააგენტოს განმარტებით, მონიტორინგის ფარგლებში, თამბაქოს ნაწარმის ბაზარზე სააგენტო შეაფასებს - კონკურენტული გარემოს, ბაზრის კონცენტრაციის - ჰერფინდალ ჰირშმანის ინდექსის ხარისხს, დადგინდება ბაზრის მოცულობა, ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტები, საბაზრო წილები და ა.შ.
მათივე ცნობით, შუალედური შედეგები პერიოდულად საჯაროდ გამოქვეყნდება დაინტერესებული მხარეებისთვის.
„2023 წელს, სააგენტომ საბანკო დაზღვევის ბაზრის მონიტორინგი დაასრულა და 6 სავალდებულოდ შესასრულებელი რეკომენდაცია გასცა. ასევე, დასრულდა თხევადი და ბუნებრივი აირის ბაზრის მონიტორინგი, სადაც მიღებული შედეგების მიხედვით, დადგინდა, რომ განგრძობითი დაკვირვების, კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის რისკები არ იკვეთება. მიმდინარე დაკვირვების რეჟიმშია - საავტომობილო საწვავის, მოცვის და თხილის ბაზრები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.