კონკრეტული გამყალბებელი, ვინც გადადგა გაყალბების გამო, დაასაქმა სწორედ „ევროპულმა პლატფორმამ დემოკრატიული არჩევნებისთვის“, როდესაც ეს ორგანიზაცია არის მთავარი საარჩევნო ფეიკის მფარველი, მის განცხადებას ვერავითარი ფასი ვერ ექნება

კონკრეტული გამყალბებელი, ვინც გადადგა გაყალბების გამო, დაასაქმა სწორედ „ევროპულმა პლატფორმამ დემოკრატიული არჩევნებისთვის“, როდესაც ეს ორგანიზაცია არის მთავარი საარჩევნო ფეიკის მფარველი, მის განცხადებას ვერავითარი ფასი ვერ ექნება
კონკრეტული გამყალბებელი, ვინც გადადგა გაყალბების გამო, დაასაქმა სწორედ „ევროპულმა პლატფორმამ დემოკრატიული არჩევნებისთვის“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, როდესაც ეს ორგანიზაცია არის მთავარი საარჩევნო ფეიკის მფარველი, მის განცხადებას ვერავითარი ფასი ვერ ექნება.
„ეს არის ის ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებლობას იზიარებს, თავის დროზე, მთავარ ფეიკზე, რაც უკავშირდებოდა ქართულ არჩევნებს, ეს არის ე.წ. PVT-ის, პარალელური დათვლის შედეგების გაყალბება. ასეთ პირობებში, ასეთი ორგანიზაციის განცხადებას არ აქვს არავითარი ფასი. შეგახსნებეთ, რომ კონკრეტული გამყალბებელი, ვინც გადადგა გაყალბების გამო, დაასაქმა სწორედ ამ ორგანიზაციამ. ასეთ პირობებში, როდესაც ეს ორგანიზაცია არის მთავარი საარჩევნო ფეიკის მფარველი, მის განცხადებას ვერავითარი ფასი ვერ ექნება“, – აღნიშნა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან