კონგრესში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართება

აშშ-ის კონგრესში, დღეს, თბილისის დროით 22:00 საათზე, საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართება.
ინიციატორი ჰელსინკის კომისიაა და მსჯელობა საქართველოში არსებულ ვითარებასა და რუსული კანონიდან მომდინარე საფრთხეებს შეეხება.
მოსმენაში მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი, საქართველოს ყოფილი ელჩი ევროკავშირში ნატალია საბანაძე და ფონდ „ღია საზოგადოების“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე.
ისინი დეტალური მოხსენებით წარდგებიან კონგრესმენების წინაშე საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და ისაუბრებენ რუსული კანონის მოსალოდნელ შედეგებზე

ასევე დაგაინტერესებთ

კონტრაქტორ კომპანიას არ გააჩნდა ნებართვა ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე კონკრეტული სამუშაოების ჩასატარებლად – ვამზადებთ მასალებს, რომელიც საგამოძიებო ორგანოს გადაეგზავნება – მუნიციპალური განვითარების ფონდი