„კონგრესმენი ჯო უილსონი, საქართველოს მოვლენების საპასუხოდ, კანონპროექტის წარდგენას გეგმავს“ - The Wall Street Journal
„კონგრესმენი ჯო უილსონი, საქართველოს მოვლენების საპასუხოდ, კანონპროექტის წარდგენას გეგმავს“ - The Wall Street Journal
წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, კონგრესმენი ჯო უილსონი საქართველოში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ კანონპროექტის წარდგენას აპირებს, რომელიც შესაძლო სანქციებს ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას Wall Street Journal-ი ავრცელებს.
კონგრესმენი ჯო უილსონი აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეა.
„კანონპროექტი მოითხოვს, რომ სახელმწიფო მდივანმა კონგრესს საქართველოში არასათანადო პოლიტიკური გავლენის, კლეპტოკრატიის, ელიტური კორუფციის, სანქციების თავიდან არიდებისა და რუსეთის დაზვერვის რესურსების შესახებ ანგარიში წარუდგინოს. უცხოური აგენტების კანონმდებლობასა და დემოკრატიაზე ფართო თავდასხმაზე პასუხისმგებელ პირებს შესაძლოა, სანქციები დაემუქროთ.
კანონპროექტი, ასევე, სთავაზობს საქართველოს შესაძლებლობას, გააძლიეროს სავაჭრო, თავდაცვითი და კულტურული კავშირები აშშ-სთან, თუ ის კურსს შეცვლის. ეს შეიძლება გადამწყვეტი მომენტი იყოს საქართველოს დემოკრატიის მომავლისთვის, რადგანაც მისი მოქალაქეები ავტორიტარული კონტროლის ინსტრუმენტის გაჩერებას ცდილობენ,“ - ვკითხულობთ მასალაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.