"კონგრესი თუ უკრაინა-ისრაელის დახმარების პაკეტს ვერ დაამტკიცებს, პუტინს "ყველაზე დიდ საშობაო საჩუქარს" გაუკეთებს" | ბაიდენი
"კონგრესი თუ უკრაინა-ისრაელის დახმარების პაკეტს ვერ დაამტკიცებს, პუტინს "ყველაზე დიდ საშობაო საჩუქარს" გაუკეთებს", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში, ოვალურ კაბინეტში
ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა.
"კონგრესს, სანამ საახალწლო არდადეგებზე გავა, უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების დამტკიცება სჭირდება. თუ ისინი [დახმარების პაკეტს] ვერ დაამტკიცებენ, პუტინს ყველაზე დიდ საშობაო საჩუქარს გაუკეთებენ, რაც შეიძლება, მას აჩუქონ", - თქვა ბაიდენმა.
იხილეთ ასევე:
· ბაიდენმა ზელენსკისთან შეხვედრაზე თქვა, რომ აშშ უკრაინას 200 მლნ დოლარს გამოუყოფს
· "არ მინდა, იმედი დაკარგოთ" | ბაიდენი ზელენსკის
· "უკრაინის საგარეო მხარდაჭერაზე დამოკიდებულება თანდათან მცირდება... ეს პროცესი უნდა დაჩქარდეს" | ზელენსკი
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.