კომპანიების 75% საერთაშორისო სერტიფიკატი არ ფლობს - კვლევა

ამავე კვლევის ფარგლებში გამოკითხული კომპანიების უმრავლესობას (75%) არ აქვს რომელიმე საერთაშორისო სერტიფიკატი, თუმცა, მათი უმეტესობა აპირებს მიღებას.
შენიშვნა: სურათზე მწვანე ფერით აღნიშნულია იმ კომპანიების პროცენტული წილი, რომელსაც აქვს სერტიფიკატი, ხოლო ლურჯით - ის კომპანიები, რომელიც გეგმავენ სამომავლოდ საერთაშორისო სერტიფიკატის აღებას.
იმ კომპანიებს, რომელთაც სურთ საერთაშორისო სერტიფიკატის ქონა, ესაჭიროებათ სხვადასხვა მიმართულებით დახმარება.
უმრავლესობისთვის, გამოკითხულთა 46%-სთვის, ფინანსურ ნაწილში დახმარებაა საჭირო, 18%-ს ხარისხიანი სისტემის დანერგვისთვის სჭირდებათ კონსულტაცია, 17-ს - ტრენინგები და ცოდნის გაუმჯობესება სურთ, 17%-ი - ცნობიერების ამაღლებას საჭიროებს.
კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 87 კომპანია: 28 სამშენებლო ბიზნესი, 18 - ავეჯის, 20 - ტექსტილის, 6 - სათამაშოების, 5 - შეფუთვის, ხოლო 10 სხვა ბიზნესში მომუშავე კომპანია.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ივლისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.