ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კომპანია „საქინვესტი” „ექსპო ჯორჯიასთან“ 20 მრავალსართულიანი შენობის მშენებლობას გეგმავს

კომპანია „საქინვესტი” „ექსპო ჯორჯიასთან“ 20 მრავალსართულიანი შენობის მშენებლობას გეგმავს

თბილისში, აგლაძის ქუჩაზე, „ექსპო ჯორჯიას“ მიმდებარედ 86 093 კვ.მ. ტერიტორიაზე შპს „საქინვესტი” 20-მდე მრავალსართულიანი შენობის აშენებას გეგმავს. კომპანია თბილისის მერიასთან განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებით დავალებას ათანხმებს.

გრგ-ს პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე იგეგმება სავარაუდოდ 20 შენობის განთავსება, რომელთაგან ნაწილი იქნება პერიმეტრული განაშენიანების ტიპი, ხოლო ნაწილი - მაღლივი შენობები. მაქსიმალური სართულიანობა სავარაუდოდ 21 მიწისზედა სართული იქნება.

„საპროექტოდ დაგეგმილია ტერიტორიის სრულად განვითარება საცხოვრებელი ზონა 6-ის ფუნქციით, ზონის შესაბამისი კოეფიციენტებით : კ1 - 0.5 კ2 - 2.5 კ3 - 0.3.

ტერიტორიაზე იგეგმება სავარაუდოდ 20 შენობის განთავსება. მათგან ნაწილი იქნება პერიმეტრული განაშენიანების ტიპი, ხოლო ნაწილი - მაღლივი შენობები. მაქსიმალური სართულიანობა სავარაუდოდ იქნება 21 მიწისზედა სართული. ზემოაღნიშნული პერიმეტრული შენობები იქნება 6 მიწისზედა სართული. საპროექტოდ ტერიტორიაზე მოეწყობა ცენტრალური სკვერი, რომელიც სავარაუდოდ იქნება 7000 კვ.მ ფართობის. ტერიტორიაზე ასევე დაგეგმილია საფეხმავლო ბულვარის მოწყობა, რომელიც ჩრდილოეთიდან სამხრეთით გადაკვეთს მთელ არეალს. საპროექტოდ ყველა ავტოსადგომი მოეწყობა მიწისქვეშ“, - ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.

შპს „საქინვესტი”-ის დირექტორი ალექსანდრე ნარსიაა, ხოლო კომპანიის 50%-50%-ს შპს GARDABANI HOLDINGS PP B.V (ნიდერლანდები) და შპს „ბარგუზინო ენერჯი თრეიდინგ ლიმიტედი“ (კვიპროსი) ფლობენ. 

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.