კომპანია „ზუმერი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

„ზუმერი“, რომელიც 2009 წლიდან ოპერირებს ტექნიკის ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს, მსოფლიოს წამყვანი ბრენდების ციფრულ ტექნიკას, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა,- ამის შესახებ განცხადებას ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღსანიშნავია, რომ ამ წლების განმავლობაში კომპანია წარმატებით პოზიციონირებს საცალო გაყიდვებში და სტაბილურად იკავებს ლიდერ პოზიციას.
როგორც ბიზნეს ასოციაციაში განმარტავენ, საქართველოს მასშტაბით, „ზუმერის“ მაღაზიათა ქსელი წარმოდგენილია 18 ფილიალით. საცალო ქსელთან ერთად კომპანიაში სტრატეგიული მიმართულებებია საბითუმო, კორპორატიული და E-commerce გაყიდვები, სადაც ასევე ბაზრის მნიშვნელოვან წილს იკავებს.
ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, რომ კომპანიის წარმატების მთავარ ფორმულას ციფრულ სამყაროში სიახლეების სადარაჯოზე მუდმივად ყოფნა განაპირობებს, ასევე გამართული ლოჯისტიკური სისტემა, ბრენდის კომუნიკაცია და მომხმარებლისთვის აქტუალური/საჭირო პროდუქციის „ზუმერულ“ ანუ საუკეთესო ფასად შეთავაზება.
„მივესალმებით ციფრული ტექნიკის ბაზარზე საკმაოდ მსხვილ ოპერატორ კომპანიას „ზუმერს“, რომელიც 2009 წლიდან ფუნქციონირებს და მრავალწლიანი წარმატების ისტორიას ითვლის. სწორედ ასეთი მსხვილი ოპერატორები ქმნიან ქვეყნის ეკონომიკურ დოვლათს და აძლიერებენ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. მივესალმებით „ზუმერს“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის რიგებში და დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა პროდუქტიული და ორმხრივად სასარგებლო იქნება“.- განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს