კომპანია „ანაგის“ წარმომადგენელი: ტრაგედიის ადგილი არის ჩვენი სამშენებლო ობიექტის ფარგლებს გარეთ და ამ ტერიტორიასთან ჩვენ არანაირი გადაკვეთა არ გვაქვს

ბათუმში „ოცნების ქალაქში“ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა სამშენებლო კომპანია „ანაგის“ წარმომადგენელმა დავით ანდღულაძემ. მან გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ტრაგედიის ადგილი სამშენებლო მოედნის ფარგლებს გარეთ მდებარეობს.
„ვუსამძიმრებთ ამ ბავშვების ოჯახებს და ახლობლებს, მთელ საქართველოს. მართლაც საშინელი ტრაგედიაა. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, თუ სად მოხდა ეს შემთხვევა, შემთხვევის ადგილი, სადაც ეს ტრაგედია დატრიალდა, არის ჩვენი სამშენებლო ობიექტის ფარგლებს გარეთ და ამ ტერიტორიასთან ჩვენ არანაირი გადაკვეთა არ გვაქვს“, – განაცხადა ანდღულაძემ.
ბათუმში, ფრ. ხალვაშის გამზირის #188-ის მიმდებარედ, წყლით სავსე თხრილში ორი არასრულწლოვანი ჩავარდა. მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შსს-მ ბათუმში ორი არასრუწლოვანის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

შიო III – შესრულდა 33 წელი აფხაზეთის ომიდან – მახსენდება ილია II-ის სიტყვები, რომ იმ ომში არავინ არის გამარჯვებული – ერი კვლავ უნდა გაერთიანდეს და გადარჩეს ქართველობაც და აფხაზობაც, ჩვენი გზა არის სიყვარული, ურთიერთშენდობა და ურთიერთპატიება