არქივი20 ნოემბერი, 2023, 07:21
კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ორი პირს ბრალი წარედგინა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჯგუფურად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, ორი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
გამოძიების თანახმად, ბრალდებულები, რომლებიც მუშაობდნენ კახეთის რეგიონში მდებარე ერთ-ერთ კერძო სამედიცინო დაწესებულებაში, პირადი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, შესაბამისი ფულადი თანხის სანაცვლოდ, დაინტერესებულ პირებზე, სათანადო სამედიცინო შემოწმებისა და ლაბორატორიული კვლევის გარეშე, ფსიქოტროპული მედიკამენტების შესაძენ რეცეპტებს გასცემდნენ.
არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.