კომენტატორებიც კი დააბნია - არ გამოგრჩეთ, შენგელიას სუპერმოქმედება "ვალენსიასთან" [VIDEO]
ისე დაემთხვა, მიმდინარე კვირაში თორნიკე შენგელიას "ვირტუსს" ევროლიგის 2 ტურის თამაში მოუწია. შინ ბერძნული "ოლიმპიაკოსის" დამარცხების შემდეგ ბოლონიელებს ესპანურ "ვალენსიასთან" სტუმრად მოუწიათ თამაში და შენგელიას გუნდი 71:79 დამარცხდა. ქართველი კალათბურთელი თავის გუნდში საუკეთესო იყო.
მატჩის პირველი ტაიმის დასრულებისას, ქართველმა თანაგუნდელს ულამაზესი გადაცემა გაუკეთა და ბრაიან დანსტონი ფართან პირისპირ დატოვა.
შენგელიას გუნდი ევროლიგის მიმდინარე სეზონში 11 მოგებითა და 5 მარცხით მეორე ადგილზეა. "ვირტუს ბოლონია" პირველ წრეს "პარტიზანთან" საგარეო მატჩით დაასრულებს. შეხვედრა 28 დეკემბერს გაიმართება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.