ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"კომენტარი ვერ მექნება" - პაპუაშვილი კითხვაზე, არის თუ არა ნავალნი პუტინის რეჟიმის მსხვერპლი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის რუსეთის ციხეში დაღუპვის საკითხზე "კომენტარი ვერ ექნება".
ჟურნალისტმა პაპუაშვილს ჰკითხა, აპირებს თუ არა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე სამძიმრის წერილის გამოქვეყნებას და მომხდარის შეფასებას. ასევე, ჰკითხა, "შეიძლება ითქვას თუ არა, რომ ალექსეი ნავალნი პუტინის რეჟიმის მსხვერპლია", რაზეც პაპუაშვილმა უპასუხა:
"რაიმე კომენტარი ამ საკითხზე ვერ მექნება", - განაცხადა პაპუაშვილმა.
ქართული ოცნების ხელისუფლებიდან ალექსეი ნავალნის დაღუპვასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. სამძიმრის წერილი მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გამოაქვეყნა.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.